Parque

Mtirala National Park Administration

Recomendado por 8 personas locales,

Consejos de personas locales

Maria
September 3, 2022
Mtirala national park is the most humid place on the former soviet union territory. There are hiking trails there as well as very good restaurant called Mtirala
Lela
May 11, 2021
მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის, წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას, სწორედ, უხვნალექიანობის გამო შეერქვა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებითა და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარა-ლაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, როგორებიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა. ეროვნული პარკის მკვიდრები არიან: მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება შველი, უფრო იშვიათად - გარეული ღორი. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება. აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობენ ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.
მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის, წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას გ…

Actividades únicas en los alrededores

Recorrido dulce y bosque mtiral
  1. Encuentro con animales de granja
  2. 6 horas
Ubicación
Chakvi, Adjara